

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, სახელმწიფო 17 წლამდე ასაკის ბავშვებს დაეხმარება. ეს გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
„ეს იქნება კრიზისის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების წინ.
საქართველოს მოქალაქე 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი 200 ლარის ოდენობით მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას ერთჯერადად. ეს დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან