

21 ივლისიდან საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, გზამკვლევების პროექტს ახროციელებს.
ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის მატარებლის რეისზე გზამკვლევები თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და კულტურული გიდი ციცინო ზივზივაძე იქნებიან.
ისინი მგზავრებს ქუთაისის – სატახტო ქალაქის, თეატრალების ეზოს, რეზო გაბრიაძის, იპოლიტე ხვიჩიას, ქუთაისის პირველი აფთიაქისა და კინო პავილიონის შესახებ უამბობენ.
მგზავრობის პროცესში გიდების მიერ მოყოლილ ამბებზე საინფორმაციო ვიდეო-რგოლი მომზადდება.
პროექტი “აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად” ფარგლებში მგზავრებს გიდები მატარებელში უკვე მესამედ ხვდებიან, სამომავლოდ მატარებლის სხვადასხვა მარშრუტებზე მგზავრებს გიდობას სხვა პიროვნებებიც გაუწევენ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან