

ქვეყანაში შექმნილი კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ახალი რეგულაციებით განახლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის თქმით, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები იმ მოთხოვნების დასადგენად, რომელთა შესრულება კერძო/საჯარო სკოლებსა და ბაღებს მოუწევთ.
ახალი რეგულაციების თანახმად, საუბარია ბაღებში პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე, ასევე, იმ ფართობის განსაზღვრაზე, სადაც ბავშვები დაიშვებიან. არ არის გამორიცხული, რომ რეგულაციების შემდეგ ბაგა-ბაღებში ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა შემცირდეს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. უახლოეს დღეებში კი გამოქვეყნდება პროტოკოლი – როდის და რა ნორმების დაცვით გაიხსნებიან ბაღები და სკოლები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სკოლები და ბაღები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან