

31 ივლისს, პარასკევს, 15:00 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვაა დაგეგმილი. შეხვედრა საბავშვო ბაღის ეზოში გაიმართება.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე განხორციელებულ საპროექტო ცვლილებებთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი (სკოპინგის დასკვნა) შპს „გამა ქონსალთინგის“ მიერ მომზადდა.
თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის პროექტში შეტანილი ცვლილებები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან