

ხარაგაულში, სოფელ ზვარეში, ხვალ, 29 ივლისს, 12:00 საათზე დოღი დაიწყება.
დოღის ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეჯიბრება 2 500 მეტრ მანძილზე, მთის გზაზე გაიმართება.
დოღში მონაწილეობა ყველა ცხენოსანს შეუძლია.
ამ სპორტული ღონისძიების სპონსორია კურორტი „სამთა ნუნისი“.
პირველ ადგილზე გასული ცხენოსანი 200 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული – 150 ლარით, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი კი 100 ლარს მიიღებს.
დოღის ორგანიტორთა თქმით, მათი მიზანია სოფლებში ახალგაზრდების სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა და საცხენოსნო სპორტის განვითარება.
ზვარეში მერის წარმომადგენელი ბესო დალალიშვილი ახალგაზრდების ინიციატივას მიესალმება და ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად დაიცავენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იქნება ექთანიც.
ზვარეში ტრადიციული დოღი, წლებია, ოქტომბერში იმართება, – ამბობს ბესო დალალალიშვილი. ამჯერად ახალგაზრდებმა ამ ღონისძიების ზაფხულზე ჩატარებაც მოინდომეს. ოქტომბერში ცხენოსნობის მოყვარულებს ზვარეში ისევ გელოდებით.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან