

„დღევანდელი ვითარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყოს, – ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძე, – მოსწავლეებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს დავახვედრებთ.
სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით და ვართ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ დროისათვის არსებულ ეპიდვითარებაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან