

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ტრენაჟორების დარბაზმა შრომის პირობების ინსპექტირება წარმატებით გაიარა. მომხმარებლებს ტრენაჟორების დარბაზში მისვლა უკვე შეუძლიათ.
ტრენაჟორების დარბაზის ინსტრუქტორის, გოჩა გელაშვილის, ინფორმაციით, მომხმარებლებს შენობის შესასვლელში დეზობარიერი და სადეზინფექციო ხსნარი დახვდებათ. თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ კი დარბაზში შესვლა შეეძლებათ.
„მომხმარებლებმა თან უნდა იქონიონ პირადი ჰიგიენის ნივთები. შენობაში მომხმარებელი პირბადით იმოძრავებს, ხოლო დარბაზში ვარჯიში პირბადის გარეშე შეეძლება,“ – ამბობს გოჩა გელაშვილი.
ტრენაჟორებზე ვარჯიშის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გოჩა გელაშვილის შემდეგ ნომერზე: 514 15 12 12.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან