

დღეს დილის 12-ის ნახევრიდან ხარაგაულში სილქნეტის მომხმარებლებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ.
ამ დროისთვის ინტერნეტი გათიშული აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ორგანიზაციებს, მათ შორის ლიბერთი ბანკის ხარაგაულის ფილიალსაც.
სილქნეტის საინფორმაციო სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, დაზიანებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.
მათი თქმით, პრობლემის მოგვარების სტანდარტული ვადა 1-დან 3 საათამდეა, თუმცა ეს დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე.
სილქნეტის პრესცენტრის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს და ინტერნეტის მიწოდება აბონენტებს მომდევნო საათნახევარში აღუდგებათ.
მათი თქმით, დაზიანებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი არ არის სილქნეტის. ეს არის რკინიგზის ტელეკომის კაბელი, რომელზეც სილქნეტის აბონენტები არიან მიერთებულნი. ტექნიკურ სამუშაოებს რკინიგზის ტელეკომი აწარმოებს და ინტერნეტ სერვისის მიწოდება მაქსიმუმ საათნახევარში აღდგება.
თამარ ჩხიკვაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან