

მეორე წელია, ძირულადან ხარაგაული-მოლითის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რა ეტაპზეა გზის მშენებლობა, რას ითვალისწინებს კომპანია ფეხით მოსიარულეთა, მათ შორის ბავშვთა, უსაფრთხოების კუთხით და როდის დასრულდება გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა – ამის გასარკვევად საავტომობილო გზების დეპატრამენტს დავუკავშირდით.
– მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, ძირულა-ხარაგაული-მოლითის მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – აღნიშნულია საავტომობილი გზების დეპატრამენტიდან მიღებულ წერილში, – ძირულიდან დაბა ხარაგაულამდე ხელოვნური ნაგებობების – გაბიონის, რკინა-ბეტონისა და ბეტონის ლეგოს ტიპის ბლოკების მოწყობა თითქმის დასრულებულია.
აშენდა ერთი ხიდი და დამონტაჟდა წყალგამტარი რკინა-ბეტონის მრგვალი მილები.
ამჟამად ასფალტობეტონის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.
დაბა ხარაგაულში მდებარე ხიდზე უსაფრთხოების ბეტონის ბარიერი მოეწყო და ტროტუარი გაგანიერდა.
ხარაგაულში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის გამო ჩამოიხსნა დეკორატიული კედელი, რომელიც ხიდის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება და რესტავრირდება.
რაც შეეხება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას, დაბა ხარაგაულში მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური მონიშვნები და მწოლიარე ბარიერები.
სამუშაოების დასრულება კონტრაქტით 2020 წლის სექტემბერშია განსაზღვრული.
ფოტოზე: ხარაგაულში, რახიელას ღელეზე არსებული ხიდის დემონტაჟი.
ამავე თემაზე
საავტომობილო გზის მშენებლობა დიდვაკე-ვახანისწყლის მონაკვეთზე მიმდინარეობს
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან