

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, ტემპერატურა დაიკლებს და 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსის, სვეტა ნიორაძის ინფორმაციით, ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს და ტემპერატურა 30-25 გრადუსამდე დაეცემა. ზოგან შესაძლებელია ძლიერი ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან