

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლების მონიტორინგის მესამე ეტაპი დაიწყო.
ქართველი სპეციალისტები წყლის ხარისხის ქიმიურ და ბიოლოგიურ კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ. მიღებული შედეგების საფუძველზე საკვლევი უბნების ეკოლოგიური მდგომარეობა შეფასდება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს წყლის ხარისხისა და ჰიდრობიოლოგიური კვლევებისთვის საჭირო უახლესი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცათ, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან