

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დამთვალიერებლისთვის ჯერ არ გახსნილა.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ნინო დიდიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მუზეუმის ამოქმედების შესახებ რეკომენდაციას მუნიციპალიტეტის მერიიდან ელოდებიან.
„ჩვენ მერიას ვექვემდებარებით და სანამ იქედან არ დაგვრთავენ ნებას, მანამდე მუზეუმს ვერ გავხსნით, – ამბობს ნინო დიდიძე, – შესაძენია ნივთები, რომლებიც დამთვალიერებლის მისაღებად აუცილებელია – დეზობარიერი, დისტანციის დაცვისთვის სტიკერები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვიზიტორები უსაფრთხო გარემოში მივიღოთ.
ამჟამად მუზეუმის ყველა თანამშრომელი სამსახურში სამშაბათსა და ხუთშაბათს დავდივართ. დანარჩენ დღეებში კი – მორიგეობით“.
ლიკა ხიჯაკაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან