

6 ივლისიდან საქართველოში ტრენინგებისა და კონფერენციების დახურულ სივრცეში ჩატარება დასაშვები ხდება.
ასევე იხსნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ.
ჯერჯერობით, არ იგეგმება აუზებისა და ფიტნეს კლუბების გახსნა, რადგან ისინი დიდი რისკის შემცველია მოსახლეობისათვის. ამ და სხვა დაწესებულებების გახსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურმავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გაგვაცნო. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 54 პროცენტია, საქართველოში კი – 86 პროცენტი.
ჩვენს ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 928 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 30-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამ დროისათვის სტაციონარებში რჩება 119 კოვიდინფიცირებული ადამიანი, გარდაიცვალა 15.
– კორონავირუსის გავრცელების დაბალი დონე და გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, – ამბობს ამირან გამყრელიძე, – ჩვენ მზადყოფნის რეჟიმში უნდა ვიყოთ.
ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ახალ ვირუსზე, რომელიც ჩინეთში დადასტურდა და აღნიშნა, რომ ახლადწარმოქმნილი ვირუსები და დაავადებები 21-ე საუკუნის გამოწვევაა.
ლიკა ხიჯაკაძე
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,