

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტების, საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატებისთვის უკვე შესაძლებელია.
ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებგვერდზე online.naec.ge გამოსაცდელის პირადი გვერდიდან.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ნებადართულია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ A4თაბახის ფურცელზე.
პირადობის მოწმობასთან ერთად საგამოცდო ბარათი იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.
მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან