

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მიმართა.
პარლამენტარის თქმით, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონებს და დაჩქარებული ტემპით განხორციელდეს სოფლების ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება, წყლის სისტემებისა და გზების მშენებლობა.
-ეს პროექტები ფრიად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, – ისინი ხელისუფლების მხრიდან მოელიან მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია მათი ყოველდდღიურობის შეცვლასა და მათი პრობლემების მოწესრიგებაზე. ამიტომ უნდა გაგრძელდეს ის კურსი, რომელიც გვაქვს, მოვუმატოთ ტემპს და მეტი ყურადღება მივაქციოთ რეგიონებს, რომლებიც ელოდებიან დაწყებული და უახლოეს მომავალში კიდევ მეტი პროექტების განხორციელებას.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან