

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
-ევროკავშირმა საზღვრები მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვის გახსნა, – ამბობს ნათია თურნავა, – უახლოეს დღეებში ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს ევროკავშირი არაწევრი ქვეყნების მიმართ. ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას იქ, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიოდნენ.
რეგულარული საერთაშორისო ფრენები ამ თვის ბოლომდე არ განახლდება. ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ეპიდსიტუაციის კონტროლია. ამიტომ ივლისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტების შემოსვლას სიფრთხილით ვეკიდებით.
ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება. ბიზნესის წარმომადგენლებისა და სტუდენტების ავიამიმოსვლისთვის ცალკე წესი შემუშავდება.
მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენები შეწყვეტილია.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან