

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა, ხოლო 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდან არის, ხოლო ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის, სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 917-ს აღწევს, მათგან გამოჯანმრთელდა 776.
კარანტინის რეჟიმში 2687 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 პაციენტია გადაყვანილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან