

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამით გაიზარდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო ზონიდან შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
მისივე თქმით, სოფელ ყარაჯალიდან გუშინ გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით, სერიოზულია, რადგან მას მძიმე პნევმონია აღენიშნება და დაავადება პროგრესირებს.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსით დაინფიცირების 914 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 771 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 2744 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პაციენტია გადაყვანილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან