

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, იმერეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
– ბოლო სამი კვირაა, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები იმერეთში არ დაფიქსირებულა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – გუშინ აღებული 299 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია.
იმერეთში დარჩა ერთი საკარანტინე ზონა, სადაც ამ მომენტისთვის 73 ადამიანი იმყოფება. ყველა მათგანი სახმელეთო ტრანსპორტით უცხოეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ექვსი პაციენტი რჩება.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან