

22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.
ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 908 ადამიანს აღწევს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა იმპორტირებული.
„რამდენიმე ხანია, რაც ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია, რაც გარკვეულწილად ჩვენთვის დამამშვიდებელია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს აღწევს.
კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პაციენტია გადაყვანილი.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან