

„საქართველოს რკინიგზის“ განახლებული განრიგის თანახმად, ხარაგაულიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით მაგისტრალური გადაადგილება შემდეგი განრიგის მიხედვით შეგეძლებათ:
თბილისიდან ხარაგაულისკენ
ხარაგაულიდან თბილისისკენ
„საქართველოს რკინიგზის“ პრესცენტრის წარმომადგენლის, თამარ დეკანოიძის, ინფორმაციით, სალაროებში ბილეთების აღება შეზღუდული არ არის. თუმცა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბილეთების ინტერნეტით შეძენა უფრო სასურველია. მისივე განმარტებით, რკინიგზის სადგურებზე საბილეთო სალაროები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.
ხარაგაულის საბილეთო სალაროს მოლარე-ოპერატორის, მზია კიკნაძის, თქმით, ხარაგაულში რკინიგზის სადგურზე ბილეთების ასაღებ სივრცეში უკვე ამოქმედდა შესაბისი რეგულაციები. დამონტაჟდა დეზობარიერი, დაცულია დისტანციის ნორმები და მგზავრებს სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ შეუძლიათ ბილეთების შეძენა.
შემუშავებული რეგულაციების მიხედვით, მატარებლებში გადაადგილებისას აუცილებლად უნდა იქონიოთ პირბადე, რომლის მოხსნა მგზავრობის პერიოდში დაუშვებელია. პირბადის მოხსნა მხოლოდ კვების ან წყლის დალევის შემთხვევაში იქნება ნებადართული.
საქართველოს რკინიგზის აპლიკაციის დახმარებით ბილეთების ონლაინ შეძენა ბმულზე შეგეძლებათ https://ticket.railway.ge/.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან