

საქართველოში შიდა ტურიზმის განახლებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტრომ სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
რამდენად შეძლებენ ხარაგაულში ამ რეკომენდაციების დაცვას და როდიდან აღდგება კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები, – ამ შეკითხვით ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ნიკო მაჭავარიანს მივმართეთ.
„უახლოეს დღეებში სადეზინფექციო საშუალებებს შევიძენ, – ამბობს ნიკო მაჭავარიანი, – პარასკევს, 19 ივნისს, კულტურის ცენტრში გაერთიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვდები და მათთან ერთად ყველა დეტალს განვიხილავთ.
სავარაუდოდ მომავალ კვირაში ხარაგაულში მუზეუმი და ბიბლიოთეკები ამოქმედდება.“
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან