

საქართველოს რკინიგზამ ხუთ მაგისტრალურ მიმართულებაზე სამგზავრო გადაყვანები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად 15 ივნისიდან განაახლა.
ამ დრომდე მგზავრები ვერ გადაჰყავთ საგარეუბნო მატარებლებს. ამ მატარებლების მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ რეგიონში, მათ შორის ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის, საგარეუბნო მატარებლები გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.
– ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას აკმაყოფილებენ ის მატარებლები, რომლებმაც მუშაობა აღადგინეს, – ამბობს „საქართველოს რკინიგზას“ პრესცენტრის წარმომადგენელი თამარ დეკანოიძე, – ეტაპობრივად ხორციელდება ყველა პროცედურა, რომ რეკომენდაციები საგარეუბნო მატარებლებშიც შესრულდეს. თუმცა, ამ მომენტისთვის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, თუ როდის შეძლებენ საგარეუბნო მატარებლები მგზავრთა გადაყვანას.
კორონავირუსის პანდემიის გამო საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა, მესამე თვეა, შეზღუდულია.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან