

დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყლის მოწოდების დადგენილი გრაფიკი შეუმცირდა.
წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის ტარიელ ავალიშვილის თქმით, ეს წყლის დებეტის ნაკლებობითაა გამოწვეული.
„ცხელი ამინდების გამო მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარების რაოდენობა გაიზარდა. დაბა ხარაგაულში წყლის დებეტი საკმარისი არაა. ამის გამო გრაფიკის დრო შემცირდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაგვპირდა, რომ ვიდრე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული წყალსადენის ტერიტორიაზე წყლის ამოსაქაჩი ტუმბოები შეიცვლება და გაძლიერდება.
ამით წყლის დებეტი გაიზრდება და მოსახლეობისთვის უკეთესი გრაფიკის შეთავაზებას შევძლებთ. როდის დაიწყება ტუმბოების შეცვლა-გაძლიერება, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ალბათ უახლოეს მომავალში. კომპანიას ტუმბოების გამაძლიერებლების მოძიება უკვე დაწყებული აქვს“, – ამბობს ტარიელ ავალიშვილი.
დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისათვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთ-ერთ მონაწილე კომპანიას – შპს-ს „პროხოდკას ფილიალი“, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, 3 ივნისს, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამჟამად ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისათვის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან