

ახლახან მიღებული „ტყის კოდექსის“ თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტარისა, გადაეცემა.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის სოსო ფოფხაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემა, სავარაუდოდ, სამ ადგილზე იგეგმება – რიკოთზე – მამათა მონასტრის მიმდებარედ; ნუნისში, სადაც ასევე მოქმედი მამათა მონასტერია და მარელისში – ბერაწმინდას ეკლესიასთან.
სოსო ფოფხაძე ამბობს, რომ, ჯერჯერობით, ეკლესია-მონასტრებისთვის გადასაცემი ფართობები დადგენილი არ არის.
„სასულიერო პირებს ვესაუბრეთ და ზოგი მათგანი თავს იკავებს ტყის მიღებისგან, რადგან მათივე განცხადებით, ტყის მოვლა-პატრონობა ადვილი არ იქნება“, – ამბობს სოსო ფოფხაძე.
ზესტაფონის სატყეო უბნის უფროსი თენგიზ კაკაურიძე ამბობს, რომ სატყეო სააგენტოდან ზესტაფონში მოქმედი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის ფართობის გადაცემაზე ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. მისი ვარაუდით, შესაძლოა, ტყის ფონდი ტაბაკინის, კვალითის, ბოსლევის მოქმედი ეკლესიებისა და ვაკნარზე მშენებარე ტაძრისთვის გამოიყოს.
ამ თემაზე მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, რადგან ამ ეტაპზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს.
ნინო კაპანაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის 2027-2028 აკადემიური
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის
დასასვენებელი კომპლექსი „Nunisi Forest Hotel and Spa“ გარემოს დაცვისა და სოფლის
დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან