

რიკოთის ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ჩინეთიდან ჩამოსული შვიდი მუშა საკარანტინოდ ბორითში, სამშენებლო ობიექტის მთავარ ოფისში, გადაიყვანეს.
გუშინ ჩინეთიდან ახალჩამოსული მუშების ვაშლევის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკარანტინოდ განთავსება ადგილობრივებმა გააპროტესტეს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ამჟამად შვიდივე მუშა იზოლირებულ ოთახებშია განთავსებული და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ მომენტისთვის ყველა მათგანს ნორმალური ტემპერატურა აქვს.
რამდენად არის დაცული მედპერსონალისა და მშენებლობაზე დასაქმებულების უსაფრთხოება, – ამ შეკითხვაზე ჩინური სამშენებლო კომპანიის ექიმი ალექსანდრე ბარბაქაძე გვპასუხობს, რომ მათ მხოლოდ სამედიცინო ნიღბები უკეთიათ.
ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, რომ ამჟამად ცენტრალურ ოფისში ყველა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა, ადგილობრივებს მაინც ეშინიათ.
ბორითელი თემურ გამცემლიძე ჩინეთიდან მუშების ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს „ზედმეტად ატეხილ განგაშს“ უწოდებს და ამბობს, რომ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მისი მეზობლები დღეს დილიდან ობიექტზე მუშაობენ.
„კორონავირუსი რომ საშიშია, ეს ვიცით, მაგრამ თუ ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ჯანმრთელები არიან, მაშინ რატომ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში?!“ – ამბობს თემურ გამცემლიძე.
ხევი-უბისას ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიისგან („Hunan Road and Bridge Construction Group“) მოპოვებული ინფორმაციით, ჩინეთიდან ამ ეტაპზე დასაქმებულებს აღარ ელოდებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქეები სამშობლოში საახალწლო შვებულებით იმყოფებოდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში