

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ისტორიის სესიაზე 16 მონაწილიდან მხოლოდ სამი გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ლალი გველესიანი ამბობს, რომ ხარაგაულში უკვე გამართულ სესიებზე ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მოსწავლების 35% მოვიდა.
„ქართულში 9 მონაწილიდან მხოლოდ 4 გამოცხადდა, მათემატიკაში 6 მოსწავლიდან 3 მოვიდა. ეს არის ფაქტი, მიზეზი არ ვიცი,“ – ამბობს ლალი გველესიანი.
„წელს უცხო ენასა და ფიზიკის ოლიმპიადაში მონაწილე არ გვყავს. ამის გამო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ხარაგაულში 12 იანვრის ნაცვლად, 11 იანვარს დასრულდება,“ – ამბობს ოლიმპიადის დამკვირვებელი დალი ლურსმანაშილი.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 8 იანვარს დაიწყო.
თამთა გოგოლაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა