
„შემოდგომის პალიტრა“ – ასე ეწოდება ხატვის კონკურსს, რომელიც ხარაგაულში სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით გაიმართა.
კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 9 სკოლის 32 მოსწავლე მონაწილეობდა. ჟიურიმ კონკურსანტებს ნატურმორტის შექმნა განუსაზღვრა.
ჟიურის წევრების – ჟუჟუნა კალანდაძის, ზეინაბ ბუაჩიძეის, გაიოზ შუბითიძისა და გია მეიფარიანის გადაწყვეტილებით, ნახატები სამი კატეგორიის მიხედვით შეფასდა – მარტივი, საშუალო და რთული.
მარტივი კატეგორის ნომინაციაში პირველი ადგილი კიცხის სკოლის მეხუთეკლასელმა რუსუდან ფანჩვიძემ დაიკავა, მეორე ადგილი – სასულიერო გიმნაზიის მეხუთეკლასელმა მარიამ ნიქაბაძემ, მესამე ადგილი – მოლითის სკოლის მეექვსეკლასელმა ლიზი კვინიკაძემ;
საშუალო სირთულის ნამუშევრებში პირველ ადგილზე გავიდა ნანა მდინარაძე (კიცხი, XI კლ),
მეორე ადგილზე – ლუკა ყრუაშვილი (სასულიერო გიმნაზია XI კლ),
მესამე ადგილზე – თამარ შათირიშვილი (ლეღვანი, XI კლ);
რთული ნატურმორტის ნომინაციაში პირველი ადგილი ჟიურიმ სასულიერო გიმნაზიის მერვეკლასელ თეონა ჭიპაშვილს მიაკუთვნა, მეორე ადგილი – სასულიერო გიმნაზიის მერვეკლასელ მარიამ მდივნიშვილს, ხოლო მესამე ადგილი – მარელისის სკოლის მეცხრეკლასელ ნინო არევაძეს.
ჟიურის სიმპატიის პრიზი მარიამ ტაბატაძემ (მარელისი) და ეკატერინე ბუაჩიძემ (ნადაბური) დაიმსახურეს.
„ასეთი კონკურსები მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, – აღნიშნა დაჯილდოების ღონისძიებაზე ჟიურის წევრმა ზეინაბ ბუაჩიძემ, – ახალგაზრდებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. კონკურსი ასევე მნიშვნელოვანია ხატვის მასწავლებლებისთვის, – თუ როგორ უნდა ასწავლონ მოსწავლეებს ნახატის აგება, შუქ-ჩრდილები და სხვ. დარწმუნებული ვარ, მომავალ კონკურსებზე უკეთესი ნამუშევრები შეიქმნება.“
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ხატვის კონკურსს 2014 წლიდან ატარებს.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება