

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – კიცხსა და ლაშეში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ სოფლებში ბუნებრივი აირის ცენტრალურ მაგისტრალს შპს „ბილდინ-დეველოპერი“ მოაწყობს. კომპანიის საქმის მწარმოებლის, მამუკა მჭედლიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, კიცხში უკვე შეიტანეს მილები და დაიწყეს ორმოების გაჭრა. ამ ორ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის ადგილობრივი მუშა-ხელი ესაჭიროებათ.
კიცხსა და ლაშეში გაზიფიცირება შპს „ბილდინ-დეველოპერმა“ ნოემბერში უნდა დაასრულოს. კონკრეტულ ოჯახებში ბუნებრივ აირს „სოკარ-ჯორჯია გაზი“ შეიყვანს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად გაზიფიცირებულია შემდეგი სოფლები: ბაზალეთი, ჯაფაროული, ისლარი, ახალსოფელი, ჩხერი, თეთრაწყარო.
საქართველოს მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში 223 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა