

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში ხატვის კონკურსი გაიმართა.
კონკურში გამარჯვებულები დღეს, 3 ივნისს კონკურსის ორგანიზატორებმა სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ჟიურიმ გამარჯვებულები ასაკობრივი საფეხურების მიხედვით გამოავლინა. I-Vკლასელებს შორის გამარჯვებულები გახდნენ: მარიტა ჩაგელიშვილი; თათია ნოზაძე; მართა გურგენიძე.
VI-IX კლასელებს შორის გაიმარჯვეს: თეო ჭიპაშვილმა, ნოდარ მანჩხაშვილმა და ეკატერინე ბუაჩიძემ.
X-XII კლასების მოსწავლეებს შორის საპრიზო ადგილები გაინაწილეს მარიამ გელაშვილმა, ლუკა ყრუაშვილმა და ანა კვინიკაძემ.
„თითოეულ მონაწილეს წარმატებებს გისურვებთ. საკუთარ თავზე უფრო მეტად მუშაობას და ხატვის პროცესში ფანტაზიის მაქსიმალურად ჩართვას გირჩევთ. გადმოხატვა ადვილია, ნახატის შექმნა – რთული. მადლობა თითოეულ მონაწილეს იმისათვის, რომ ხატვა გიყვართ,“ – მიმართა დაჯილდოებაზე ჟიურის წევრმა გაიოზ შუბითიძემ მონაწილეებს.
საუკეთესო ნამუშევრები ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეშია გამოფენილი.
ხატვის კონკურსი ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა