ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამა აპრილიდან დაიწყო და მერიის დაფინანსებით 8 თვეს გაგრძელდება.
პროგრამაში ამჟამად 18 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამის მენეჯერის გულიკო ჭარბაძის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში პროგრამაში 12 უსინათლო ჩაერთო. წელს კი 6 ახალი ბენეფიციარი დაემატა.
„მსურველები კიდევ გვყავს, მაგრამ ხარაგაულში სოფლებიდან ტრანსპორტირება ძალიან რთულია, ღორეშაში მხედველობის შეზღუდვის მქონე 18 წლის პირი ცხოვრობს. მას ამ მანძილზე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ამიტომ პროგრამაში ვერ ერთვება.
მეცადინეობები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და პარასკევს მიმდინარეობს. ბენეფიციარებს ბრაილის შრიფტს მზია კურტანიძე ასწავლის, ადაპტირებულ ხმოვან კომპიუტერულ პროგრამებს – ვასილ ლომიძე. სამაგიდო სპორტულ თამაშებს შაშსა და ჭადრაკს – რომან შავიძე. აუდიო წიგნებსა და ხმოვან ბიბლიოთეკას – ხათუნა ლაბაძე. ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას სერგო შველიძე უწევს.
პროგრამის მთავარი მიზანია, მხედველობა შეზღუდულ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ საზოგადოებაში და გახდნენ მისი სრულფასოვანი წევრები. წინა წლებში ორმა ჩვენმა ბენეფიციარმა ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა აითვისა. ოთხმა მათგანმა კომპიუტერის გამოყენება შეისწავლა. ეს უდიდესი შედეგია ასეთ მოკლე დროში,“ – ამბობს გულიკო ჭარბაძე.
„ოთხ თვეში ბენეფიციარებისთვის პროგრამის მხოლოდ ნაწილის ვასწავლიდი. ახლა რვა თვის განმავლობაში ბენეფიციარები სწავლების სრულ კურსს გაივლიან, – ამბობს ადაპტირებული კომპიუტერის პედაგოგი, უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძე, – კომპიუტერის სწავლისას უსინათლო სრულყოფილად აღიქვამს სამყაროს, მის გარეშე საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაცია ვერ მოხდება. ხშირად ვსტუმრობ თქვენს საიტს chemikharagauli.com და სიახლეებს ვეცნობი. ეს უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის და მინდა, რომ ამის შესაძლებლობა ხარაგაულში მცხოვრებ სხვა უსინათლოებსაც ჰქონდეთ“.
პროგრამის მონაწილე გიგა ხიჯაკაძემ გასულ წელს ბრაილის შრიფტი და ხმოვანი კომპიუტერის შეისწავლა დაიწყო და წელსაც აგრძელებს. ის ახლა თავის ცოდნას ახალ ბენეფიციარებსაც უზიარებს. ის ამბობს, რომ ამ პროგრამის გაგრძელება აუცილებელია, რადგან ბენეფიციარებს მიეცეთ შესაძლებლობა, ბრაილის შრიფტსა და კომპიუტერს საფუძვლიანად დაეუფლონ.
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება.
თამთა გოგოლაძე
2025 წლის აპრილიდან ხარაგაულში
ხარაგაულის საავადმყოფო, ბოლო წლებია,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024-ის” გამარჯვებულები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის