

ამ წუთებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალისტების დაჯილდოება მიმდინარეობს.
ფინალში 32 სკოლა გადავიდა. იმერეთიდან ფინალის საგზური ექვსმა სკოლამ მოიპოვა. ფინალში იმერეთიდან მონაწილეობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის, კიცხის, #2, ჭიათურის #1, #5, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლები.
ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ ლიდერი მასწავლებელი თეა ტალახაძე გარემოს დაცვის სამინისტროს რჩეული გახდა. მას მადლობის სიგელთან ერთად გადაეცა „მწვანე ჯილდო“ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის. თეა ტალახაძე გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ასევე „ვეფხისტყაოსნითა“ და ლიკანი-ბორჯომის საგზურით დააჯილდოვა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ორგანიზებით და „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში