

რამდენიმე საათის წინ დაზიანებული, ხარაგაულში შემომავალი გაზსადენი აღდგენილია და ამჟამად მიმდინარეობს მომხმარებლების ჩართვა.
დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება.
რაც შეეხება დ. ხარაგაულის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს, როგორც ჩვენთან საუბარში „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერმა ლევან აბაშიძემ განაცხადა, მათ ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ, 1 მარტს, აღუდგებათ.
ხარაგაულში შემომავალი ბუნებრივი აირის მაგისტრალი ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზის მშენებელმა კომპანიამ დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა