

ხარაგაულის საპატიო მოქალაქეს, კინორეჟისორ გივი ვეფხვაძეს დღეს, 19 თებერვალს, 81 წელი შეუსრულდა.
გივი ვეფხვაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში. მან, როგორც 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილემ, გადაიღო ფილმი „9 მარტი კადრში და კადრს მიღმა.“
გივი ვეფხვაძე რამდენიმე ათეული ფილმისა და წიგნის ავტორია. ფილმის „ხსოვნა“ უმეტესი ნაწილი მან ხარაგაულში გადაიღო.
გივი ვეფხვაძემ უკვდავყო ხარაგაულელი ახმედ გოგოლაძის შემოქმედება და მისი ლექსები წიგნად გამოსცა. 1999 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მახსოვს ხარაგაული,“ სადაც აღწერა ხარაგაულის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, მოვლენა, გამორჩეული ხარაგაულელების ცხოვრება.
„ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ზოგიერთ რამეს სულ სხვა თვალით ხედავ და აფასებ,“ – გვითხრა ბატონმა გივიმ, როცა გასულ წელს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს თანამემამულეს.
ფოტოზე: გივი ვეფხვაძე ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობ დავით ჭყოიძესთან ერთად, 2014 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში