

„აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულმა სპეციალურმა ხაფანგებმა ადგილზე აზიური ფაროსანას არსებობა არ დაადასტურა“, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე აცხადებს. ზურაბ ლიპარტიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველო რისკის ზონას არ წამოადგენს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ლიპარტია აღნიშნავს, რომ აქ მავნებელი ხაფანგების საშუალებით უკვე დააფიქსირეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურა კვლავ ცვალებადია, არამასშტაბურად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც აზიური ფაროსანას გააქტიურება შეინიშნება, შესაბამისი ღონისძიებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
სტატია მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტისფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ
წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა