

რეგიონების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება თბილისშიც მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ფერომონიანი დამჭერების განთავსება დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს.
უწყების ინფორმაციით, თბილისისა და მის შემოგარენ სოფლებში 250 მონიტორინგის სისტემის განთავსებაა დაგეგმილი.
ვასილ ბასილაძე ამბობს, რომ მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დედაქალაქში მერიასთან შეთანხმებით განხორციელდება.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“- JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა