

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 16 ოქტომბერს სოფელ ლაშეში, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ გზა წაიღო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის, გოგიტა დოღონაძის ინფორმაციით, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. „შევეცდებით, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გზა ცალმხრივად მაინც აღვადგინოთ,“ – ამბობს გოგიტა დოღონაძე.
ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძის ინფორმაციით, მეორე დღეა ხარაგაული-ძირულა-ქუთაისისა და ხარაგაული-ძირულა-ზესტაფონის მიმართულებით მიკროავტობუსები ვეღარ გადაადგილდებიან.
„ჩვენ ამ მარშრუტებით, ძირითადად, ძირულას ხეობის მოსახლეობას ვემსახურებით, – ამბობს დავით ხარაძე, – ლაშეში გზის გადაკეტვის გამო მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ხარაგაული-ტყიბულის მიკროავტობუსი კიცხის მიმართულებით მოძრაობს. უტრანსპორტობის გამო მგზავრები ძალიან წვალობენ.“
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
ნინო კაპანაძე
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,