

ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილი) 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ასევე გაიმართა რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის მომავალი ფილმის, „სიმღერა“ თრეილერის პრემიერა.
ალექსანდრე ქართველიშვილი აშშ ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი, აშშ საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი გახლდათ.
ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.
8 წლის მანძილზე იკვლევდა რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ამერიკის სამხედრო ავიაციის ლეგენდის, ალექსანდრე ქართველიშვილის, ცხოვრებას.
რაც შეეხება ხარაგაულელი რეჟისორის, რამაზ ბლუაშვილის, მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს „სიმღერა“, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების ისტორიას ეძღვნება.

ნათია სამყაროს სხვანაირად ხედავს – მას გულწრფელად სჯერა, რომ ამქვეყნად მხოლოდ კეთილი და ღიმილიანი ადამიანები არსებობენ. საზოგადოებაში
პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა