

ხარაგაულელი კინორეჟისორი რამაზ ბლუაშვილი მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმზე „სიმღერა“ მუშაობას აგრძელებს.
რეჟისორი ქართული ხალხური სიმღერის – „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის ისტორიას და ამ ფაქტთან დაკავშირებულ დღემდე უცნობ ფაქტებს იღებს.
მაისში რამაზ ბლუაშვილმა ლოს-ანჟელესში ლეგენდარული ასტრონომისა და ტელეწამყვანის, კარლ საგანის მეუღლე, ანნ დრუენსი ჩაწერა.
„მოვისმინე საოცარი ისტორია, თუ როგორ უთხრეს უარი 1977 წელს ნიუ-იორკში საბჭოთა კავშირის სახელით კოსმოსში გასაგზავნად გამზადებულ სიმღერას „მოსკოვური საღამოები“ და როგორ მიანიჭეს უპირატესობა ქართულ „ჩაკრულოს,“ – გვიამბობს რამაზ ბლუაშვილი, – ქალაქ ბრეკლიში კი ინტერვიუ მსოფლიოში ცნობილ ეთნომუსიკოლოგთან, სტენფორმის უნივერსიტეტის პროფესორ იზალი ზემცოვსკისთან ჩავწერე. მან „ჩაკრულოსა“ და კაცობრიობის ისტორიაში ქართული ხალხური სიმღერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.“
ახლახან რამაზ ბლუაშვილმა NASA-ში ინტერვიუები ლეგენდარულ ადამიანებთან, დოქტორებთან ედ სტოუნთან და ჯონ კასანისთან ჩაწერა.
„ეს ადამიანები ბოლო 40 წლის განმავლობაში, NASA-ს ყველა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდნენ და ზოგს ხელმძღვანელობდნენ, – ამბობს რამაზ ბლუაშვილი, – მათი დამსახურებაა, ქართული „ჩაკრულო“ რომ კოსმოსშია. მართლაც დაუვიწყარი დღე იყო NASA-ში. ვნახე „ჩაკრულოს“ ორიგინალი „ოქროს“ ჩანაწერი. შემდეგ კი NASA-ს მარსის პროგრამის ხელმძღვანელმა რობერტ მენინგმა მარსის როვერების საცდელი ლაბორატორია დაგვათვალიერებინა.
ინგლისურენოვანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „სიმღერა“ პრემიერა ნიუ-იორკში, კარლ საგანის სახელობის უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
ნინო კაპანაძე


განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს