

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. იესო ქრისტესგან პირველად მოწოდებული მოციქულის სახელი ხარაგაულს პირველი საუკუნიდან უკავშირდება.
ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე აღმართა რკინის ჯვარი, რის გამოც მთას რკინისჯვარს უწოდებენ. ეს მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, მდებარეობს.
დღეს ხარაგაულიდან რკინისჯვარზე ასეულობით მომლოცველი ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატთან ერთად გაეშურა წმინდა ადგილის მოსალოცად.
ხარაგაულში ანდრიაობას რკინისჯვარის მოლოცვა ტრადიციად დამკვიდრდა. პირველად თოთხმეტი წლის წინ ხარაგაულელი შოთა ხარატიშვილის ინიციატივით შვიდი მეგობარი გაემგზავრა რკინისჯვარზე ანდრიაობის აღსანიშნავად.
„შარშან 130-მა მოვილოცეთ, – იხსენებს ხარაგაულელი შალვა ჩხეიძე, – გვინდა, უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ მთა რკინისჯვარი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.“
წელს პირველად რკინისჯვარზე გოგონებიც გაემგზავრნენ. ხარაგაულელებს – თინათინ ლურსმანაშვილსა და მარიამ ებანოიძეს ეს ფაქტი ძალიან ახარებთ. მათ მეგობრები სხვა რეგიონებიდან მოიწვიეს.
ხარაგაულის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი ბერიკა თურმანიძე 12 მაისის პილიგრიმულ ტურს ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
მომლოცველები სასულიერო პირებთან ერთად მთა რკინისჯვარზე მოციქულ ანდრიას საქართველოს მფარველობას შესთხოვენ.

დათო ლიკლიკაძისა და გიორგი დვალაშვილის ფოტოები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში განვითარებულ მეწყერთან
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა
ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის,
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი