

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით დღეს, 21 მარტს, გაიმართა ღონისძიება, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლები დაუნის სინდრომთან დაკავშირებით.
ღონისძიების ორგანიზატორის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტ ნათია კაციტაძის, ინფორმაციით ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთენ კიცხის, ბაზალეთის, ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3, ბორის, ვარძიის, ხევის, ლეღვანისა და მოლითის საჯარო სკოლები.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ სინდრომის მატარებელი რვა ადამიანი ცხოვრობს. „მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აღნიშნავს ამ დღეს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის, რომ ასეთი ადამიანების ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში.“
სკოლებმა წარმოადგინეს ინფორმაციული ხასიათის ვიდეორგოლები. მათში ნაჩვენები იყვნენ ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად ქრომოსომების რაოდენობისა, ცდილობენ იყვნენ დამოუკიდებლები.
ღონისძიებაზე პედიატრმა მანანა ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ის ბედნიერია დღეს, რადგან მოდის თაობა, რომელსაც ასეთი მიდგომა აქვს ამ სინდრომთან დაკავშირებით: „ვისურვებდი, რომ არა მარტო 21 მარტი, არამედ ყველა დღე ყოფილოყოს ამ სინდრომის მატარებელი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის დღე.“
მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა გაბუნია თვლის, რომ „ახალი თაობა რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს ინფორმირებული დაუნის სინდრომთან დაკავშირებით. ეს არ არის დაავადება. ასეთი სინდრომით შეიძლება ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს ბავშვი. საზოგადოება მზად უნდა იყოს ასეთი ბავშვის მისაღებად. ჩვენი დევიზია: ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ ვჩუქნით მათ სხივებს ჩვენი მზიანი გულიდან,“ – ამბობს ირმა გაბუნია.
თამთა გოგოლაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი