21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, – 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას.
წელს ,,მზის შვილების” მხარდასაჭერად საგანმანათლებლო აქცია 13 მარტიდან დაიწყო.
ბაზალეთის საჯარო სკოლა სიხარულით შევუერთდით ამ აქციას. სკოლის დარბაზში პატარა ღონისძიება გავმართეთ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებულობისა და დაუნის სინდრომიანი ბავშვების მხარდასაჭერად.
ღონისძიებაში ჩაერთო სკოლის ყველა მოსწავლე. დაავადების შესახებ ბავშვებს პრეზენტაცია მოუმზადა ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა ანა გელაშვილმა. მან აღნიშნა, რომ დაუნი არ არის სალანძღავი სიტყვა, რომ ამ დაავადებით შესაძლებელია ყველა ჩვენგანის ახლობელი დაიბადოს და ის მემკვიდრეობით არ გადადის.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით განხორციელდა. ბავშვებმა ერთ ხელზე ჭრელი წინდები წამოიცვეს, ხოლო მარჯვენა ხელში ფერადი ცარცები ეჭირათ და უამრავი ჩახჩახა მზე დაუხატეს ,,მზის შვილებს”.
ჭრელი წინდები ფერადი ქაღალდებით დაამზადეს, თითოეულ მონაწილეს გულზე დაუნის სინდრომიანი ბავშვის ფოტო ეკეთა და მასთან ერთად თამაშობდა. ბოლოს დიდ ფურცელზე საღებავებით დახატეს უზარმაზარი მზე, თითოეულ სხივს მიაწერეს სურვილები. გამოხატავდნენ სიყვარულს, ეფერებოდნენ შორიდან და თხოვდნენ, ჩამოსულიყვნენ ჩვენთან, რომ ერთად ეთამაშათ.
დასასრულს ვნახეთ სოციალურ ქსელში მოძიებული კლიპები.
ორშაბათს, 21 მარტს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით გაიმართება სკოლების მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლების ჩვენება. სიხარულით ვუერთდებით ამ ინიციატივას და ჩვენი მუშაობის ამსახველ კოლაჟს წარვადგენთ. ჩვენ გვიყვარს მზის შვილები.
თეა ტალახაძე
ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი