ხარაგაულში ღია ესტრადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით დასრულდა.
ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, პირველ თებერვალს, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქეთევან ზუმბაძემ ისაუბრა:
„ამ პროექტზე დახარჯულია ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა და სერიოზული ხარვეზებია. ესტრადაზე შესასვლელი კარები გორგოლაჭზეა. თუ გაგიმართლა და გორგოლაჭი რელსიდან არ ჩამოვარდა, შეხვალთ. თუ არადა, გაწვალდებით.
სახურავიდან 4-5 ადგილას წყალი ჩამოდის. კარგია, რომ სცენა გადიდდა, მაგრამ თურმე წითლად არ უნდა შეღებილიყო. ამდენი საღებავი დაიხარჯა. ახლა თავიდან უნდა მოიხვეწოს და გაილაქოს იატაკი.
საგრიმიოროს კედლები ცუდ მდგომარეობაშია. „ავტოტრანსის“ მხარეს დატოვებულია შეუღებავი კედელი. ფანჯრის დაკეტვისას იმხელა სიცარიელე რჩება, რომ სინათლე გადის. ჭერი მთლიანად სველია, კედლებზე ჩამოდის წყალი.
სკამები დამზადებულია ნაძვის მასალისაგან, ერთხელაა გალაქული და გამოდის წებოვანი ნივთიერება ფისი.
საექსპერტო დასკვნაში წერია, რომ ღია ესტრადაზე ყველაფერი რიგზეა.
რაც ჩამოვთვალე, ამაზე მეტი დარღვევა არ ვიცი, რა შეიძლება იყოს.
ღია ესტრადა ზამთარში ვერ გათბება. თუ საზაფხულოა, ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ესტრადის კედლებით ამოქოლვა. თუ სახურავი გამოსაცვლელი იყო, რატომ არ დავიწყეთ სახურავის გამოცვლით და თუ არ იყო გამოსაცვლელი, რატომ ჩამოდის ახლა წყალი.
ღია ესტრადა რომ კარგად იყოს გაკეთებული, უკვე გაიხსნებოდა. 12 ათასი ლარია ამ პროექტიდან დარჩენილი. მაინტერესებს, რომელი პრობლემის მოგვარებას ვაპირებთ ამ 12 ათასი ლარით?“ – კითხულობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილმა ღია ესტრადასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ხარვეზები არ აღინიშნებოდა.
„შემდეგ წამოვიდა ეს ხარვეზები. პროექტი სახურავის შეცვლას არ ითვალისწინებდა. შემსრულებელმა კომპანიამ სახურავი შეაკეთა იქ, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება კედლებს, რამდენადაც ვიცი, მოვლენ და გააკეთებენ. გვიან შემოდგომაზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და ამან გამოიწვია ხარვეზები,“ – განმარტავს შალვა ლურსმანაშვილი.
„ღია ესტრადა ძალიან მოკლე პერიოდში გაკეთდა, – ამბობს გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარე არჩილ ლურსმანაშვილი, – გაშრობა ვერ მოასწრო კედლებმა. როცა ჩავიბარეთ, იყო ახალი გალესილი, „დაშპაკლული“ და ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა დაიწყო სინესტის გამოტანა. ჩვენთან ისედაც ნესტიანი პირობებია. მივიღეთ იმ პირობით, – ხელშეკრულებაც ავალდებულებს მშენებელს, – რომ გამოშრება, გაზაფხულზე, – მარტში, აპრილში, როცა ჩვენ მივწერთ წერილს, ჩამოვა და სრულად გადაღებავს, „გადაშპაკლავს“ და თუ საჭირო იქნა, გალესავს კიდეც.“
სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა ტენდერში გამარჯვებულმა შპს-მ „ჰესპია მური“ 449 999 ლარად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან 2015 წლის 15 ივლისს დადებული ხელშეკრულებით ღია ესტრადაზე სამუშაოები 2015 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო.
ლაურა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი