

ხანდებში ცაშეკრულას კანიონი ზესტაფონელმა მოსწავლეებმა დალაშქრეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით კანიონზე სათავგადასავლო ტურ-თამაში გაიმართა.
ღონისძიებაში ჩაერთო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი. ის მდინარე რიონის აუზში ბუნების ძეგლებს იკვლევს.
გიორგი დვალაშვილის თქმით, ცაშეკრულას კანიონს დაიტანს ხარაგაულის ტურისტულ რუკაზე.
„ხარაგაულის ბუნების ამ ღირსშესანიშნავი ძეგლის პოპულარიზაცია აუცილებელია. ვიზიტორების რიცხვი აქ აუცილებლად გაიზრდება,“ – აღნიშნა გიორგი დვალაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს ხანში ცაშეკრულას კანიონის დასალაშქრად აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს ჩამოიყვანს.
ზესტაფონელი სტუმრები – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარლამენტისა და ზედა საქარის სკოლის მოსწავლეები, მათი მასწავლებლები და გამგეობის წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ ცაშეკრულას კანიონზე ჩატარებული ტურ-თამაშით და მომავალში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს.
ნინო კაპანაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში