

2023 წლის სექტემბრიდან საღანძილის სკოლის მოსწავლეები ამავე სოფლის საბავშვო ბაღის შენობაში სწავლობენ. სკოლასთან ახლოს, მეწყერის გააქტიურების გამო, სკოლის შენობაში სწავლა აიკრძალა.
„მეოთხე სასწავლო წელია, არავითარი სიახლე არ ისმის, გვექნება თუ არა სოფელში სკოლის ახალი შენობა, – ამბობს საღანძილის სკოლის დირექტორი ვარდო ჭიპაშვილი, – მსჯელობენ საბავშვო ბაღის შენობაზე ფართის მიშენებაზე. წელს 43 მოსწავლე გვყავს. თავისებურად ხელის შემშლელია, საბავშვო ბაღის შენობაში რომ ვართ. თუმცა, სასწავლო პროცესი ისე მიდის, როგორც საჭიროა. ახალი სასწავლო წლისთვის „ჭკვიანი დაფები“, ახალი ტექნიკა, ლიტერატურა და თვალსაჩინოებები შევიძინეთ. ვცდილობთ, მოსწავლეებს არაფერი დავაკლოთ“.
2025 წლის სექტემბრიდან, სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ) დაევალა. ამ ფონდს ასაშენებელი და სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხას განათლების სამინისტრო აწვდის. მგფ-იდან 2026 წლის მარტში მოპოვებული ინფორმაციით, წყალაფორეთისა და საღანძილეს საჯარო სკოლები განათლების სამინისტროსგან განსაზღვრულ პრიორიტეტულ სიაში არ არის.
ფოტოზე: საღანძილის საბავშვო ბაღი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
2023 წლის სექტემბრიდან საღანძილის სკოლის მოსწავლეები ამავე სოფლის საბავშვო ბაღის შენობაში სწავლობენ. სკოლასთან ახლოს, მეწყერის გააქტიურების გამო, სკოლის შენობაში სწავლა […]
მეექვსე წელია, წყალაფორეთის სკოლა საკუთარ შენობას ელის. ახალ
მსოფლიოსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო დროს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს