

პოლონეთის ქალაქ პულტუსკში მდებარე მუნიციპალური საბავშვო ბაღი 2027 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში მოხალისეებს იწვევს. განაცხადების შესატანად კონკრეტული ბოლო ვადა არ არსებობს.
მუნიციპალური საბავშვო ბაღი ყოველდღიურად ზრუნავს 3-6 წლის ბავშვების აღზრდაზე.
მოხალისეები მასწავლებლებს დაეხმარებიან, თუმცა მათგან ასევე მოელიან ინიციატივის გამოვლენას პრეზენტაციებისა თუ სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად, რომლებზეც ბავშვებს თავიანთ მშობლიურ ენასა და მემკვიდრეობას გააცნობენ. დამატებით, მოხალისეები ჩაერთვებიან უცხო ენის (უპირატესად, ინგლისურის) არაფორმალურ სწავლებაში ინტერაქციული თამაშებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით.
მოხალისეები ბინას გაიყოფენ იმავე გენდერის სამ სხვა მოხალისესთან. თითოეული მოხალისე ყოველთვიურად მიიღებს 150 ევროს საკვებისთვის და 180 ევროს ჯიბის ფულისთვის. მგზავრობის ხარჯები ევროპის სოლიდარობის კორპუსის წესებისამებრ დაიფარება.
პროექტი განხორციელდება მაზოვიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პულტუსკში, რომელიც 19 ათას მოსახლეს ითვლის. პულტუსკი ვარშავიდან, დაახლოებით, 60 კილომეტრითაა დაშორებული და დედაქალაქამდე ავტობუსით მგზავრობას, დაახლოებით, საათი და ათი წუთი სჭირდება.
პოლონეთის ქალაქ პულტუსკში მდებარე მუნიციპალური საბავშვო ბაღი 2027 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში მოხალისეებს იწვევს. განაცხადების შესატანად კონკრეტული ბოლო ვადა არ […]
აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ ქვიშის ჭიდაობაში 2026 წლის მე-4 ღონისძიებას
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ
2026 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში