ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში (დირექტორი ნინო დიდიძე) გრძელდება პროექტი „შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.“ ამჯერად საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელს, ტიხრული მინანქრის ტექნოლოგსა და ოსტატს, ჩვენს თანამემამულეს, ხარაგაულის საპატიო მოქალაქეს, ერმილე მაღრაძეს უმასპინძლეს.
ერმილე მაღრაძე ხელოვნებით დაინტერესებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს შეხვდა. ტიხრული მინანქარის ოსტატმა შეკრებილთ ქართული ტიხრული მინანქარის ისტორია გააცნო და აჩვენა ტიხრული მინანქარის დამზადების ერთ-ერთი მეთოდი.
„ნებისმიერი მუზეუმის უპირველესი დანიშნულებაა, მომავალ თაობებში სიახლეების დანერგვა და გაძლიერება, – ამბობს ერილე მაღრაძე, – ის ცოდნა, რასაც ბავშვები იღებენ სკოლაში, სამუზეუმო სივრცეში კიდევ უნდა გაღრმავდეს. ამ მიზანს ემსახურებოდა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ქალბატონი ეკა შველიძის მიერ წამოწყებული პროექტი. ვიმედოვნებ, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები დაინტერესდებიან ტიხრული მინანქარის ტექნოლოგიით.
გორში, ერმილე მაღრაძის პირად სახელოსნოში, უახლოეს ხანში ტიხროვანი მინანქრის სკოლა ამოქმედდება, სადაც შვიდი ახალგაზრდა ისწავლის. ეს პროექტი, ერმილე მაღრაძის ინფორმაციით, გორის ეპარქიის თაოსნობითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ერმილე მაღრაძე იმედოვნებს, რომ მომავალში ამ კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტსაც მიაქცევს ყურადღებას.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.