

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მიმართონ. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge.
გამოსაცდელებს შეუძლიათ გაასაჩივრონ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
საპრეტენზიო განაცხადის შევსების საფასურს გამოსაცდელი განაცხადის შევსებამდე იხდის. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე დაბრუნდება.
საპრეტენზიო განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას გამოსაცდელები საპრეტენზიო განაცხადებზე პასუხების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეძლებენ.
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, საქმიანობაში
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი