

ხარაგაულის #2 სკოლასთან ოპტიმიზირებულ თეთრაწყაროს სკოლის კორპუსში, სადაც ამჟამად ერთი ფინანსური კლასია, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის ინფორმაციით, სამომავლოდ პროფესიული სასწავლებლის გახსნა იგეგმება.
საამისოდ თანამშრომლობენ განათლებისა და მეცნიერების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან.
„ყველა არგუმენტაცია გვაქვს პროფესიული სასწავლებლის გასახსნელად, – ამბობს დავით კიკნაძე, – ვფიქრობ, რომ პროფესიული სასწავლებლების გახსნა და პროფესიული კარიერის დაგეგმვა ქვეყნისთვის არის ძალიან მომგებიანი. გერმანიაში 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 14 უმაღლესი სასწავლებელია. ჩვენთან 130-ზე მეტი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს.
წელს ხარაგაულიდან 80-ზე მეტი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, მაგრამ მათი ოჯახების უმრავლესობას უჭირს სწავლის ღირებულების გადახდა.
მომავალში, პროფესიული სასწავლებელი თუ გაიხსნება, ვფიქრობთ, რომ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელიც გავაკეთოთ, რომ ადგილზე დარჩნენ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები.
რამდენად მოხერხდება ამ პროექტის განხორციელება, წინასწარ ამის თქმა ძნელია, თუმცა პროექტი გამზადებულია.
პროფესიულ სასწავლებელში ვაპირებთ, ახალგაზრდებს შევთავაზოთ სოფლის მეურნეობის დარგების, ავეჯის წარმოების, ავტომანქანის რემონტისა და ა. შ. პროფესიების შესწავლა. გამგეობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ თეთრაწყაროში პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროექტი ჩავსვათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის სამოქმედო გეგმაში,“ – ამბობს დავით კიკნაძე.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი