

18 ივნისს დილიდან დაბა ხარაგაულისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ. „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ მოპოვევული ინფორმაციით, მიმდინარეობს აღგენითი სამუშაოები და აბონენტების ენერგომომარაგება დღის მეორე ნახევარში აღდგება.
ღამით მომხდარი ხანძრის გამო დაზიანებულია ქვესადგურში არსებული მაღალი ძაბვის ქსელის ნაწილი. ხარაგაულში მობილიზებულია იმერეთის მაღალი ძაბვის სამსახურის ტექნიკური ბრიგადები და ინტენსიურად მიმდინარეობს აღგენითი სამუშაოები. ავარიის გამო ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება დაახლოებით 3700 აბონენტს დაბა ხარაგაულში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზალეთი, კიცხი, ღორეშა, ლაშე, ნადაბური, სარგვეში, ფარცხნალი, საღანძილე, ღუდუმექეთი, ჯაფარეული, თეთრაწყარო, იგორეთი, ჩხერი და მიმდებარე სოფლებში.
ხანძარი დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური და ენერგოკომპანიის ტექნიკური სამსახური. ცეცხლის სრულად ლიკვიდაცია რამდენიმე საათში დასრულდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა აღდგენითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს. მომხმარებლები ელექტროენერგიას დღეს, დღის ბოლომდე მიიღებენ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის